არასამთავრობო სექტორი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მნიშვნელოვანს უწოდებს

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

“სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე ნინო ლომჯარიას განცხადებით , პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ბევრ მნიშვნელოვან აქცენტზე გაამახვილა ყურადღება და მათ შორის, ყველაზე მთავარი ქალთა უფლებების დაცვაა.
“პრეზიდენტის გამოსვლიდან საინტერესო იყო ის ნაწილი, სადაც ის ადამიანთა უფლებებზე საუბრობდა. მივესალმები, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის მხარს უჭერს კვოტირების სისტემის შემოღებას. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების არსებული მაჟორიტარული სისტემა არის შესაცვლელი, რაც ძალიან გაბედული ნაბიჯია მისი მხრიდან”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში,,მე მსხვერპლი ვარ,, აცხადებს ნატაშა კარალიოვა
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დაიკითხა