ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრი – “ბოევიკებმა” დასახლებულ პუნქტებს “გრადის” სისტემიდან გაუხსნეს ცეცხლი

აღმოსავლეთ უკრაინაში “ბოევიკები” უკრაინელი სამხედროების პოზიციების მიმართ იერშს არ წყვეტენ. “ბოევიკები არ წყვეტენ მიზანმიმართულ ცეცხლს დასახლებული პუნქტების მიმართულებით. გასული დღე-ღამის განმავლობაში “ბოევიკებმა” “გრადის” სისტემიდან გაუხსნეს ცეცხლი სჩასტიესა და ნოვოტროიცკის დასახლებულ პუნქტებს”, – განაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის პრესსპიკერმა ლეონიდ მატიუხინმა.
მისივე თქმით, დაძაბული ვითარება რჩება დებელცოვასა და სტანიცა ლუგანსკშიც, სადაც მთელი ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

banner
წინა სტატიაში6 კილოგრამი კოკაინის შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება