ანდრეი მაკარევიჩს ანტირუსულ მოქმედებებში ადანაშაულებენ

ანდრეი მაკარევიჩი ოდესაში კულტურის და ტურიზმის სამინისტროს უხელმძღვანელებს

makaრუსმა მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმა ვიდეორგოლში, რომელიც „ხსოვნის და შერიგების დღესთან“ დაკავშირებით უკრაინაში ჩაწერა, ამბობს: „რაღაც მომენტში ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს? 1938 წელს, ის ჩეხოსლოვაკეთს თავს დაესხა. მსოფლიომ კი ეს არ შეიმჩნია. ან 1939 წელი, როცა საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან თავსდაუსხმელობის პაქტს მოაწერა ხელი – ორივე კი პოლონეთს აყაჩაღებდა“ – ამბობს მაკარევიჩი ვიდეორგოლში.
„მაშინ საბჭოთა კავშირის ხალხმა ყველაფრისთვის გადაიხადა, ყველაზე დიდ ფასად… რაღაც ქვეყნები ფიქრობდნენ, რომ მათ ეს არ შეეხება. ვიღაცა ოკეანიდან ადევნებდა თვალყურს. ამ ყველაფრის შედეგად კი მსოფლიომ 54 მილიონი ადამიანი დაკარგა… ჩვენ უფლება არ გვაქვს ეს დავივიწყოთ“ – ამბობს მუსიკოსი ვიდეორგოლში.

2014 წელს ანდრეი მაკარევიჩი სლავიანსკიში გამოვიდა, სადაც უკრაინელი სამხედროები იდგნენ. მისი ამ გამოსვლის შემდეგ, რუსული პარტია „ედინაია რასიას“ დეპუტატმა ევგენი ფიოდოროვმა განაცხადა, რომ მაკარევიჩს რუსეთის სახალხო არტისტის ორდენი უნდა ჩამოერთვას, ასევე ორდენი „ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის,“ რადგანაც „მაკარევიჩი დიდი ხანია ანტი-რუსულ პროპაგანდას ეწევა“ – განაცხადა დეპუტატმა.
ვიდეოს შემდეგ ანდრეი მაკარევიჩის პეტერბურგში, ვორონეჟში, პერმში, კაზანში, კრასნოიარსკში და რუსეთის სხვა ქალაქებში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო.
რუსული მედია ამას მსმენელების მიერ მუსიკოსის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტად აფასებს.

banner
წინა სტატიაშიისრაელში ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს