“ამას მხოლოდ დიპლომატიური შეტევით უნდა ვუპასუხოთ” – ბოკერია თიბილოვის განცხადებაზე

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა ბოკერია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტის განცხადებას უარყოფითად აფასებს.

მისი თქმით, ლეონიდ თიბილოვი საქართვლოს ხელისუფლების უნიათობით სარგებლობს.

„ისინი სარგებლობენ ამ ვითარებით და არიან შეტევაზე პოლიტიკურ ასპარეზზეც, დიპლომატიურ ასპარეზზეც და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენს მიწა-წყალზე არიან შეტევაზე. ამიტომ ამას მხოლოდ დიპლომატიური შეტევით უნდა ვუპასუხოთ. სხვა გზა არ არსებობს. სხვა გზა თავის მოტყუებაა“, – განაცხადა ბოკერიამ.

თიბილოვის თქმით, ქართულ მხარეს სურდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ადგილზე პროვოკაციული მიზნებით ჩაეყვანა.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს მომხდარ ინცინდენტთან არავითარი კავშირი არ აქვს და სამხრეთ ოსეთი მაინც გააგრძელებს საზღვრის გავლებას იმ ქვეყანასთან, რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა კნოლევში დაკავებული ვაჟა თორთლაძე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას