ალექსის ციპრასი: საბერძნეთი რეფორმების გეგმას 9 ივლისს წარმოადგენს

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს

ათენი ევროზონის წევრი ქვეყნების ლიდერებს რეფორმების გეგმას, რომელიც ახალი ფინანსური პაკეტის მისაღებად არის აუცილებელი, 9 ივლისს წარუდგენს.
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
“საბერძნეთის მთავრობა ხვალ წარმოადგენს ახალ კონკრეტულ წინადადებებსა და რეფორმების გეგმას, რომელიც ნდობას იმსახურებს პრობლემის პატიოსნად და ეფექტურად გადასაწყვეტად”, – აღნიშნა ციპრასმა.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო არდადეგების 10 ივლისის დღის ბოლომდე გაგრძელების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. ქვეყნის ბანკები უკვე რვა დღეა დაკეტილია.

banner
წინა სტატიაშისტალონე: “მე უკვე სტერეოტიპი ვარ და ამას ვერაფერს უზამ”+ფოტო
შემდეგი სტატიამთავრობის პრესსამსახური მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება