ალექსანდრე ელისაშვილი : რაზეც მერია მსჯელობს ხალხის დაცინვაა

კომუნალური ვაუჩერების გაცემის წესი გააპროტესტეს დღეს საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზში ოპოზიციისთვის არ უპასუხიათ.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზის გარეთ გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილი ამ ეტაპზე არაფერია. იგივეს აცხადებენ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებიც.

დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი მერიას ურჩევს ამ საკითხის განხილვისგან თავი შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით მოსახლეობის რისხვას მიიღებს.

„რაზეც ახლა მერია მსჯელობს არის ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება,“ – განმარტავს ალექსანდრე ელისაშვილი.

ახალი წესის მიხედვით, ზამთარში ვაუჩერებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც 70 ათას ქულამდე აქვთ მინიჭებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში C ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღნიშნეს