აბულაძის ნათესავი: შალვამ პოლიციას თვითონ დაურეკა, ვერ გაუძლო ზეწოლას მის ახლობლებზე

“შალვამ პოლიციას თვითონ დაურეკა, ვერ გაუძლო ზეწოლას რაც მის ახლობლებზე მიმდინარეობდა,” – განაცხადა  შალვა აბულაძის ნათესავმა დავით როკეტიშვილმა.

მისი თქმით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია თავად მიაწოდა და ჩაბარდა.

“მის ახლობლებზე, ნათესავებზე, ოჯახზე ხორციელდება ზეწოლა, ხალხს უდებდნენ ნარკოტიკებს და ვერ მოისვენებდა, დაურეკა პოლიციას მოვიდა პოლიცია იარაღი გადმოყარა ფანჯრიდან მერე ცოტახანი ილაპარაკეს და დააკავეს,” – განაცხადა დავით როკეტიშვილმა.

ჩაბარდა, თუ არა – აბულაძე, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე არ უსაუბრიათ. სპეცოპერაცია ორი პოლიციელის მკვლელობასა და 2 პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის დასაკავებლად დღეს 10 აპრილს, ბორჯომში არდაგანის დასახლებაში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიქართულმა მხარემ აფხაზურ დელეგაციას მნიშვნელოვანი საარქივო მასალები გადასცა-ვიაჩესლავ ჩიკირბა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა