ბიძინა ივანიშვილი – მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნას

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 11:00

ბიძინა ივანიშვილი – მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნას

მნიშვნელოვანი

  • მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნას, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

სხვა სტატიები

მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნას, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
“პროკურატურისა და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი – ქვეყნის პრემიერი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. ეს ეჭვი ან უნდა დამტკიცდეს, ან გაქარწყლდეს. პროკურატურის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ამაღლდა და მას ხელეწიფება, ჟვანიას საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს “რუსთავი 2”-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა. აქცენტების გადატანა სურთ. წინა პლანზე წამოსწიეს სექსუალური ორიენტაციის თემა (რაც მიუღებელია), არადა, თავად ამბობენ, რომ სუპერლიბერალები არიან. ამას აკეთებს “რუსთავი 2”, რომელიც, სინამდვილეში, აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ მიმართულებით წაიყვანეს საკითხი, რაც დამატებით ეჭვებს და კითხვებს აჩენს, რამდენად სცემს პატივს “ნაციონალური მოძრაობა” ადამიანის უფლებებს (“რუსთავი 2” “ნაციონალების” ნაწილად მიმაჩნია). აქვე ხაზს ვუსვამ – არანაირი პრეტენზია არა მაქვს “რუსთავი 2”-თან, რაც უნდა, ის ულაპარაკია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია “წავიკითხოთ” მათი ქმედებები. აქცენტებს თავიანთი გამომძიებლებისა და ექსპერტების ქმედებებზე კი არ აკეთებენ, არამედ ეფ-ბი-აის დასკვნაზე. მე მგონია, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია შეიქმნა, როგორიც იყო ვაზაგაშვილის საქმეზე. ვაზაგაშვილთან დაკავშირებით იგრძნეს, რომ ვერ გადარჩებოდნენ და ახალი უბედურება ჩაიდინეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ჟვანიას საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით, ერთი მხრივ, ცდილობენ ვაზაგაშვილის საქმის გადაფარვას, მეორე მხრივ კი შეშფოთებული არიან, ეშინიათ, რომ ჟვანიას საქმის გამოძიებაც მსგავსად არ დასრულდეს. “ეს კი საზოგადოებაში აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ ჟვანია მოკლეს”, – აცხადებს ივანიშვილი.
კითხვაზე, დამკვეთზე გავა პროკურატურა? ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამის დიდი იმედი აქვს. “ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვინ შეიძლება იყოს ეს პირი?! როგორც `ვერის უბნის მელოდიებშია”, – ამ უბანში ვინ შეიძლება ქურქის მყიდველი იყოსო. თუმცა, მეტს ვერ ვიტყვი. პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა პატივისცემას “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ლიდერები”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია “კვირის პალიტრის” 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 11:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics