ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის მთაზე პოლიცია მეორე დღეა დაკარგულ სამ პირს ეძებს

ურტაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის მთაზე პოლიცია მეორე დღეა დაკარგულ სამ პირს ეძებს. მათი კუთვნილი ფორდის მარკის მიკროავტობუსი ამავე სოფელშია ნაპოვნი.როგორც ადგილობრივებმა “თაიმერს” განუცხადეს სავარაუდოდ დაკარგულებს 5 000-მდე ლარი ჰქონდათ.
“ყველამ იცოდა, რომ ეს ადამინები საქონლის ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი. მესამე დღეა ეძებენ და ჯერ კვალს ვერ მიაკვლიეს”-აცხადებენ ადგილობრივები
არსებული ინფორმაციით, ერთი ხობის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი ორი – იმერეთის რეგიონიდან არიან. ცნობილია, რომ ისინი ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ.გამოძიება 149 მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პრემიერმა ევროკავშირი “ტიტანიკის” ორკესტრს შეადარა
შემდეგი სტატიამე უკვე გამოვკვეთე ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები