იტალიის პრემიერმა ევროკავშირი “ტიტანიკის” ორკესტრს შეადარა

იტალიის პრემიერმა ევროკავშირი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენცმა ევროკავშირში შექმნილი მდგომარეობა ოკეანში ჩამძირავ გემს შეადარა – ამის შესახებ დღეს Bloomberg-ი წერს.
“ევროკავშირი ორკესტრს გავს, რომელიც “ტიტანიკის” ჩაძირვის დროს უკრავდა” – პრემიერის სიტყვებს სააგენტო ციტირებს.
რენცის აზრით, ევროკავშირმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს რეფორმები და გაამარტივოს ბიუროკრატიული ფორმალობები. “ჩვენ ჩავატარეთ რეფორმები და ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებს შეგვიძლია ვუთხრათ: “”მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს არასწორი, ბიუროკრატიული მიდგომები”.
მისივე აზრით, ბრიუსელმა ბიუჯეტური შეზღუდვები უნდა მოხსნას, შეამციროს საემიგრაციო კრიზისის გამო შექმნილი სოციალური დაძაბულობა, გააგზავნოს სამხედრო ნაწილები ლიბიაში და რუსეთთან კავშირები დაამყაროს.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟაკ-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ შენგენის ზონის ლიკვიდაცია ევროკავშირის არსებობას კითხვისნიშნის ქვეშ დააყენებს.
შენგენის ხელშეკრულებას 1985 წლის 14 ივნისს მოეწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის ნაწილად აფასებს საკუთარი გადაცემის დახურვას
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის მთაზე პოლიცია მეორე დღეა დაკარგულ სამ პირს ეძებს