ზუგდიდელი ,,ცხვრები,, თბილისის მერს ირჩევენ

„ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს არჩევნების გაყალბებაში ატრენინგებს?!

ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, როგორც ცნობილია, თბილისის მერობის სამ კანდიდატზე – ელენე ხოშტარიაზე, ზალიკო უდუმაშვილსა და კახა კალაძეზე ინტერაქტიული გამოკითხვა მიმდინარეობს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ,,ფეისბუქით,, სკანდალურ ფოტოებს ავრცელებს. ამ ფოტომასალიდან ჩანს, საბიუჯეტო ორგანიზაციის თანაშრომლები როგორ ღებულობენ ინტერქატივში მონაწილეობას. ასევე, ნათლად ჩანს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა. ერთი სიტყვით, მართალია, არჩევნების თარიღი პრეზიდენტს ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ „ოცნება“ რეპეტიციას გადის და საბიუჯეტო რესურსს არჩევნების გაყალბებაში ატრენინგებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამგეობის თანამშრომლები სამუშაო საათების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს, რომ უნდა დარჩენილიყვნენ, დამუხტული ჰქონოდათ სმარტფონების აკუმულატორები და ერთობლივად დაეჭირათ მხარი კახა კალაძისთვის. ფოტოზე ჩანს, რომ ზოგ თანამშრომელს ხელში ორი სმარტფონიც კი უჭირავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “ზუგდიდის ხელისუფლება პოლიტიკურ მასტურბაციას ეწევა”