საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს – მზად და ღია იქნება ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად.
აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან ლეილა მუსტაფაევასთან და ადვოკატთან შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ლეილა მუსტაფაევას ინიციატივით შედგა და მასზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსათვის, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიულობისათვის, მისი ფასეულობებისათვის.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მხარის და ოჯახის ყველა კითხვას პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია: რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, გარდა ამისა გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია,“- აღნიშნა ანა დოლიძემ.
აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენეს ევროსასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, პრეზიდენტი დაინტერესდა საქმის ძირითად გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შემდგომშიც მიადევნებს თვალს საქმის განვითარებას, რადგან ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული დაზარალებულისათვის, ასევე, ქვეყნის იმიჯისა და სუვერენიტეტისათვის.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/778541922314083/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა-იოსებ თოფურიძეზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაზუგდიდელი ,,ცხვრები,, თბილისის მერს ირჩევენ