ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი მუშის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის გარდაცვალების ფაქტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორივასილ გველესიანი გამოეხმაურა.

“უბედური შემთხვევა დილით მოხდა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. ბრიგადა რომელიც მუშაობდა ნომერ მეოთხე საამქროს სახურავის ფენილის შეცვლაზე, ერთ – ერთი წევრი, 61 წლის დავით ძაბირაძე ჩამოვარდა 38 ნიშნულიდან და გარდაიცვალა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ბრიგადა აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული აღჭურვილობით – ქამრებითა და კასკებით. დანარჩენს გამოძიება დაადგენს,”- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

ცნობისთვის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სარემონტო საამქროს თანამშრომელი, დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს დღეს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ