ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება გალში – ე.წ. გამგებლის სახლში ხელყუმბარა აფეთქდა
შემდეგი სტატიაპრემიერი: თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება