პრემიერი: თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება

თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, – ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს, ამავდროულად, იქნება მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული გზის დასაწყისი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

გზის პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

„დღეს უკვე პროექტირებისა და დიზაინის მომზადების პროცესშია ძალიან ბევრი პროექტი. მოგეხსენებათ, წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს შარშანდელი მონაცემების თითქმის გაორმაგება იგეგმება და ვფიქრობთ, ეს მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულიდან ერთდროულად ჩაირთვება ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა, რაც ძალიან დაეტყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი : ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია