“ზაზა სარალიძე პროკურატურას ადანაშაულებდა, რომ იგი ხელს აფარებს მკვლელებს, სასამართლომ ეს დაადასტურა“

“ზაზა სარალიძე პროკურატურას ადანაშაულებდა, რომ იგი ხელს აფარებს მკვლელებს, ფაქტობრივად, სასამართლომ ეს დაადასტურა,“- განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, გოცირიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა.
„მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ადამიანის მკვლელები გამოვლინდა და ზაზა სარალიძეს შვილის მკვლელი არა, ის მოელოდა, რომ სხვა სოციალურ კიბეზე მდგომი ადამიანია, რომელიც ამ სასამართლოში სამართალს ვერ იპოვის. ამ ადამიანის ეჭვები გამართლდა. ის ადამიანები, ვისაც ხელს ადებს, რომ მისი შვილის მკვლელები არიან, ეს ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების გაკეთებულია და ხელისუფლება მფარველობს მას. ეს არის მისი შიშების წყარო, სასმართლომ ეს ფაქტობრივად, დაადგინა. პროკურატურა, ძალოვანი სისტემა, სასამართლო არის ჩამოშლილი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ

banner
წინა სტატიაში,,ამ ადამიანს პროკურატურამ უთხრა – შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს“- უმცირესობა შოთაძის დაბარებას და კომისიის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატია“პროკურატურა გეგმავს განაჩენის სააპელაციო დონეზე გასაჩივრებას. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი”