,,ამ ადამიანს პროკურატურამ უთხრა – შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს“- უმცირესობა შოთაძის დაბარებას და კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართველო“ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძე პარლამენტში იბარებს. როგორც ბიუროს სხდომაზე ელენე ხოშტარიამ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა, ეს ის მომენტია, როდესაც პარლამენტი გადამწყვეტად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით მთელი ამ ხნის განმავლობაში ზაზა სარალიძე საუბრობდა იმაზე, რომ პროკურატურა ხელს აფარებდა კონკრეტულ ადამიანებს და დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ მისი შვილის მკვლელი არ არის დაკავებული.
„პირდაპირ სილა გააწნა დღეს პირველ რიგში პროკურატურამ, რომელიც ეუბნება, რომ ამდენი თვის განმავლობაში შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს. ამ ვითარებაში, სწორედაც ადამიანური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ინსტიტუტების თვალსაზრისით პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი, რაღაც უმართავ პროცესში არ გადაიზარდოს, სასწრაფოდ შევქმნათ საპარლამენტო კომისია. მივცეთ ამას ის სახე, რაც უნდა მიეცეს ნორმალურ ქვეყანაში. დავიბაროთ სასწრაფოდ პროკურორი, დავუსვათ კითხვები. არავის მივცეთ არც სპეკულაციის არც ქულების დაწერის საშუალება. ვიყოთ ამჯერად, ამ საკითხზე ერთიანი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატია“ზაზა სარალიძე პროკურატურას ადანაშაულებდა, რომ იგი ხელს აფარებს მკვლელებს, სასამართლომ ეს დაადასტურა“