“მე ვრჩები ჩვენს გუნდში, მე ვრჩები აქ” – ნარმანია

„მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვრჩები ჩვენს გუნდში, მე ვრჩები აქ და შესაბამისად, გადაბარების პროცესი რომ დასრულდება, ამავდროულად იქნება მიღებული გადაწყვეტილება”, – აცხადებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, დავით ნარმანიას განცხადებით, საზღვარგარეთ – არა.

ნარმანია ასევე ბუნებრივს უწოდებს კახა კალაძის მიერ თბილისის მერიაში დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს:

“როდესაც მოდის ახალი ხელმძღვანელი ახალი პროგრამით, ამას მუდმივად თან სდევს გარკვეული ცვლილებები. ვნახოთ, ეს მასზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში იწყება
შემდეგი სტატია67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს