67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 67-ე სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია და გადაწყვეტილება ამის შესახებ განათლების სამინისტრომ მიიღო. ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით უწყებაში არ გაკეთებულა.

67-ე საჯარო სკოლაში კოლექტივი და მშობლები ორად არიან გაყოფილი. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორმა ქიმიის პედაგოგი, დოდო კეზუა სამსახურიდან გაათავისუფლა. სკოლის ნაწილი მხარს კეზუას ნაწილი კი თავართქილაძეს უჭერს.

banner
წინა სტატიაში“მე ვრჩები ჩვენს გუნდში, მე ვრჩები აქ” – ნარმანია
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : მეორე ტურის რაოდენობა ოპოზიციური პარტიების მიმართ დაბალი მხარდაჭერით არის განპირობებული