საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აბსოლუტური კომუნიკაცია არსებობს როგორც საზღვარზე, ისე თურქეთის მთავრობასთან.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაადგინონ რამდენი ქართველი იმყოფება სტამბულის აეროპორტში და რა ტიპის დახმარებას საჭიროებენ ისინი.
“პრაქტიკულად გაუჩერებლად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერი ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს თუ როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, თუმცა აცხადებს, რომ “ეს შეიძლება, საკმაოდ მალე მოხდეს”.