თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 34 ოფიცერი დაითხოვეს

თურქეთის შეირაღებული ძალებიდან 34 ოფიცერი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სახელმწიფო საგენტო Anadolu იტყობინება. თანამდებობებიდან გათავისუფლებულებს შორის არიან ხუთი გენერალი და 29 პოლკოვნიკი.

სტამბოლში ჩასვლისას, ათათურქის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება შეიარაღებულ ძალებში “წმენდას” ჩაატარებს.

თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ.

banner
წინა სტატიაში“ვმუშაობთ იმის გასარკვევად, რამდენი ქართველია სტამბოლის აეროპორტში და რა ტიპის დახმარება სჭირდება მათ”
შემდეგი სტატიათურქეთის პარლამენტი საგანგებო სხდომას მართავს