ვითომ სპონტანური იყო ეს ამბავი? აღმაშფოთებელია ხელისუფლების ზეშენელებული ქმედება – თამარ ჩხეიძე

ბათუმის მოვლენებს ეხმაურება ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე და კითხვას სვმას, ხომ არ იყო ეს ორგანიზებული პროვოკაცია, რომლის უკანაც შესაძლოა საშიშროება იდგეს.
,,ასეთი ტიპის რეაქცია, რასაც ბათუმში ვხედავთ, მით უფრო ისეთ მოვლენაზე, რომელიც იყო, სრულიად არაა დამახასიათებელი ქართული საზოგადოებისთვის. სხვა ქვეყნებში ვუყურებთ ხოლმე მსგავს მოვლენებს და ყოველთვის მიკვირდა და მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ამეხსნა,ქართველების გონიერება და წესრიგისმოყვარეობა ქუჩის გამოსვლებისას. ეხლა რატომ მოხდა ის რაც აქამდე არ მომხდარა გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენების დროს? დაგროვილი სიბრაზის გამოო -ამბობენ. რა ვიცი., მარტო იქ და მარტო ახლა დაგროვდა სიბრაზე? ვითომ სპონტანური იყო ეს ამბავი? რა ვიცი, მთლიანად ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ვაი თუ, ორგანიზებული პროვოკაცია იყო და არც მინდა გამოვთქვა, რა სასიშროება შეიძლება იდგეს ამის უკან .ასეა თუ ისეა, აღმაშფოთებულია ხელისუფლების ჯერ თითქმის ნულოვანი, ხოლო შემდეგ ზეშენელებული ქმედებები (გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებას, პირდაპირ დაკავებულები რომ გამოეშვათ, ესკალაცია ალბათ არ მოხდებოდა) ,შინაგან საქმეთა მინისტრის ასეთი ხანგრძლივი მგზავრობაც რა არის, თვითმფრინავი არ არსებობს?

. იმედი მაქვს ბათუმის მოქალაქეები გამოიჩენენ თავშეკავებას და არავის მისცემენ საშუალებას უდიდესი საფრთხის ქვეშ მოექცეს საქართველოს ეს რეგიონი და შესაბამისად მთელი ქვეყანა..“ – წერს თამარ ჩხეიძე ფეისბუქის გვერდზე

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: თორნიკე აბლოთია გატაცებულია და დისლოკაციის ადგილას არ იმყოფება
შემდეგი სტატიანიკა რურუა ბათუმის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს