ნიკა რურუა ბათუმის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

„მშვიდობიანი პროტესტი კანონიერია ვანდალიზმი – არანაირად, თუმცა ამ ვანდალიზმის ორგანიზების პოლიტიკურ ოპონენტებზე გადაბრალების მცდელობა ყველაფრის სწორედ რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების ჩეკისტური მეთოდია, რასაც უსუსურად ლამობს „ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა რურუა ფეისბუქში წერს.
მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელი, ვანდალებთან ერთად, ხელისუფლებაა, რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი მართლწესრიგის დაცვასა და მშვიდობიანი პროტესტისათვის პირობების შექმნაზე.
„არავის გაუვა „ენმ“-ზე უტიფრად და უსინდისოდ არაფრის გადაბრალება, როგორც ეს ოლიგარქის მთავრობას ჩვევია, ვინც ერთ დროს ჩვენი საამაყო ქალაქი, ბათუმი, მტვრევა-მსხვრევის, შეტაკების, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და ვანდალიზმის ადგილად გადააქცია საკუთარი მავნებლური ქმედებების კასკადით. სამარცხვინოა ეს ისტერიული ფაფხური ხელისუფლებისა და მათი სატელიტების მხრიდან. ფაქტია, რომ ბათუმი გაღატაკებული, უიმედო, უპერსპექტივო, გაბრაზებული, და ახლა უკვე დალეწილია. ეს ცალსახად ხელისუფლების ბრალია, რომელიც ჩეკისტური მეთოდებით – ზიზღის, სიცრუის თესვით და უბინძურესი მეთოდებით მოვიდა ხელისუფლებაში და ასევე აგრძელებს დღემდე,“ – წერს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშივითომ სპონტანური იყო ეს ამბავი? აღმაშფოთებელია ხელისუფლების ზეშენელებული ქმედება – თამარ ჩხეიძე
შემდეგი სტატია(VIDEO) გიორგი მღებრიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა