ვიდეორგოლმა, სადაც ებრაელი სნაიპერი პალესტინელს ესვრის, ისრაელში დიდი რეზონანსი გამოიწვია

ისრაელში სკანდალი გამოიწვია ვიდეორგოლმა, სადაც ებრაელი სამხედრო მოსამსახურე სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რომ მან შეძლო და კადრზე აღბეჭდა სნაიპერის მიერ პალესტინელისთვის ტყვიის სროლა.
ვიდეო დაგმო ბევრმა ებრაელმა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა პირობა დადო, რომ გამოძიებას ჩაატარებს. ამავე დროს, ისლაელის თავდაცვის მინისტრმა სნაიპერს შეაქო, ჯარისკაცი კი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, განსაჯა.

გუშინ ისრაელის ტელევიზია Channel 10-მა ეთერში გაუშვა ვიდეო, რომელიც შემდეგ დიდი სისწრაფით გავრცელდა მედიასა და სოცქსელებში. კადრში ჩანს, რომ სამი ადამიანი უახლოვდება მავთულხლართებს. შემდეგ ისმის სროლის ხმა და ჩანს, როგორ ვარდება მიწაზე მამაკაცი, შემდეგ კადრში ებრაულად ისმის: “აი, ეს ვიდეოა. ჰო! ბოზისშვილი! რა მაგარი ვიდეოა!”
შემდეგ ჩანს, რომ მამაკაცის დასახმარებლად ხალხი მირბის. მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა გაურკვეველია.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ, რომ ინციდენტი 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა. ებრაელის ჩინოვნიკების განცხადებით, პალესტინელი მამაკაცი ფეხში დაიჭრა. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდეოში მოცემული კომენტარები “არ შეესაბამება იმ თავშეკავებულობას, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცს მოეთხოვება” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ოცნების შიდა დაპირისპირებაში არ არსებობს ფრონტის ხაზი
შემდეგი სტატიარუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს რეზოლუციას ხმა არ მისცა