რომან გოცირიძე: ოცნების შიდა დაპირისპირებაში არ არსებობს ფრონტის ხაზი

პარლამენტში მომხდარ ოცნების შიდა დაპირისპირებაში არ არსებობს ფრონტის ხაზი: აქეთ ერთი მხარე და იქით – მეორე, აქეთ – ბნელები და იქეთ – ნათელები, აქეთ – შავები და იქით – თეთრები. ვითარება საკმაოდ აწეწილია და ჩახლართული. უამრავი შემადგენელი აქვს ამ განხეთქილებას: კვირიკაშვილ-კალაძის ფარული ომი; შედარებით ლიბერალური ორიენტაციის ახლები და კონსერვატიული ძველები; ყველა დაჯგუფებაში მიმოფანტული ორთოდოქსი კლერიკალები და ამავე ჯგუფებში მყოფი შედარებით საღად მოაზროვნეები; მართვის სათავეში მყოფები, შესაბამისი პრივილგიებით და ერთ დროს გავლენიანი გვერდზე ჩაჩოჩებულები; ჩუმი ინტრიგანები და წამქეზებლები; პასიურები და აქტიურები; ფულიანი მაჟორიტარები და უმეტესწილად უფულო სიით მოსულები; ივანიშვილთან შედარებით ახლო ორბიტაზე მყოფები და დიდ წრეზე მმოძრავები, სადაც მზე ვერ წვდება და მუდმივად ჩრდილია; თანამდებობიანი ქალები და შევიწროვებული კაცები; რუსოფილები და დასავლეთზე ორიენტირებულები; ბრიყვები და გონიერები; შავტოიოტიანები და უტოტიანები; მომნანიებლები და არამომნანიებლები( საზმაუს კენჭისყრის საქმეში); კიდევ მრავალი სხვა ნიშნის მატარებლები. მანამ იქნებიან შიდა გაუგებრობაში, სანამ ივანიშვილი თითს არ დაუქნევს მათ. მიუხედავად ყოველივე ამისა, კონფლიქტი დაიწყო ნინია კაკაბაძისადმი მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და როგორც ჭრელი და აწეწილი არ უნდა იყოს „ქოცური“ ლანდშაფტი, ამ კონფლიქტის დროს ნინიასათვის ხმისმიმცემები დგანან სწორ მხარეზე და მხარისარდამჭერები არასწორ მხარეზე. ამიტომ, მათი გამარჯვება უკეთესია, ვიდრე მათი დამარცხება. ვნახოთ, სადამდე მიუშვებს მებრძოლ მხარეებს დე ფაქტო მმართველი”-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიროების საბჭო სირიაში ქიმიური იარაღის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიავიდეორგოლმა, სადაც ებრაელი სნაიპერი პალესტინელს ესვრის, ისრაელში დიდი რეზონანსი გამოიწვია