(video) მინისტრმა ჯანელიძემ ევროსასამართლოს შენობა დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგის სასამართლოს შენობა დატოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სასამართლოში შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

“ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციების საქართველოდან და ეს მიანიშნებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“ – განაცხადა ჯანელიძემ

საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა ისაუბრა თუ არა სასამართლოში “რუსთავი 2″-ის საქმეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ საქმეებზე არც პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება კონკრეტულ საქმეებზე საუბრის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არც ქვეყნის პრეზიდენტია უფლებამოსილი საუბრის და არც საგარეო საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი, რომ კონკრეტულ საკითხზე ისაუბროს”, – განაცხადა მინისტრმა.

https://youtu.be/UT93k5pttAw

banner
წინა სტატიაშიმამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნება
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მასპინძლობას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს“