ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნას ითხოვენ. უკვე შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე დაიწყებეს მუშაობას. სოფელ მამათის დეპუტატი კახა ურუშაძე ამბობს, რომ სახლ-მუზეუმის გახსნაზე საქმის კურსში არიან ედუარდ შევარდნაძის ახლობლები.
“ჯერჯერობით მოსამზადებული სამუშაოები მიმდინარეობს. ვიცი, რომ ნათესავებმა იციან ამ წამოწყების შესახებ და სავარაუდოდ, ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებმაც იციან. ასევე დაგეგმილია სახლ-მუზეუმის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა და ამ ამბავს სოფელში დადებითად აფასებენ“, – განაცხადა კახა ურუშაძემ.