(+ვიდეო) ლაშა შავდათუაშვილი: უფლება არ მქონდა, რუსთან ბრძოლაში სხვანაირად გამოვსულიყავი

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რუს მეტოქესთან გამარჯვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

“ძალიან დიდი სიხარულია,როდესაც შეგიძლია შენი პატარა წვლილი შეიტანო ქვეყნისთვის კარგ საქმეში და რამდენიმე წამით მაინც დაავიწყო პრობლემები, შენს გულშემატკივრებს. რუსთან შეხვედრის დროს დაძაბული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ უფლება არ მქონდა არ მომეგო რუსისთვის, იქიდან გამომდინარე,რომ ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ბრძოლაში. მე არ მქონდა უფლება დღეს სხვანაირად გამოვსულიყავი ამ ბრძოლაში. წონა შევიცვალე ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ და ყოველთვის რთულია ახალ წონაში წარმატებით გამოსვლა. მაგრამ დიდი შრომის ხარჯზე შევძელი. რა თქმა უნდა მსურდა ოქროს მედალი, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი მედლის მოპოვება ნამდვილად დიდი წარმატებაა. ეს გამარჯვება მთელს ქვეყანას მინდა მივუძღვნა”-განაცხდა შავდათუაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=pSQA6HFNA6c&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვაჟა-ფშაველას გამზირზე 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშავდათუაშვილის მიერ დამარცხებული რუსი ძიუდოისტი პოლიციის მაიორი და პუტინის თაყვანისმცემელია