(Video) ეს არის დაპირისპირება ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო-კობახიძე

ეს არის დაპირისპირება ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის, დარწმუნებული ვარ, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა. კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის საქმეზე აღსრულების შეჩერების გახანგრძლივების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კობახიძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ”რუსთავი 2“-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

https://www.youtube.com/watch?v=SWVOkP4C17A&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) გაბუნია კობახიძეს – გილოცავთ ბატონო ირაკლი საქართველოს დემოკრატია გადარჩენილია
შემდეგი სტატია“ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა”- კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს