(video) გაბუნია კობახიძეს – გილოცავთ ბატონო ირაკლი საქართველოს დემოკრატია გადარჩენილია

გილოცავთ ბატონო ირაკლი საქართველოს დემოკრატია გადარჩენილია, სტრასბურგმა მიიღო ისტორიული გადაწყევტილება-ამ განცხადებით, გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც “რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გახანგრძლივებას გულისხმობს უპრეცედენტოა.

პარლამენტის თავმჯოდმარე ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს ამ პროცესების ყურებას. კობახიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება.

„ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი2-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინტერესები,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=xO5MqVpU-o0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია(Video) ეს არის დაპირისპირება ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო-კობახიძე