(video) დღეს ჩვენ წინაშე დგადნან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები, რომლებსაც მიღებული აქვთ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა

„დღეს ჩვენ წინაშე დგადნან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები, რომლებსაც მიღებული აქვთ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა, როგორ უნდა შეცვალონ საქართველოს კონსტიტუცია,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვიმა, გადაცემა არჩევანში გიორგი კახიანისა და დავით მათიკაშვილის მისამართით გააკეთა.

მისი აზრით, უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო კომისიაში ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რეალურად არ ითვალისწინებენ არავის მოსაზრებას.

„ცდილობენ, შეცვალონ საქართველოს კონსტიტუცია იმისათვის, რომ, რაც შეიძლება, დიდი ხნით გაამყარონ ამ ქვეყანაში ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა იყოს შესაძლებელი.

„კონსტიტუციის პირველი დანიშნულება დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ქართველი ხალხის ინტერესების უკეთ დაცვა და წარმოჩენა. თქვენ რასაც პოპულიზმს ეძახით, კოლეგებო, ეს არის ის პროცესი, რა პროცესითაც ხალხთან ურთიერთობის გზით უნდა მიიღებოდეს კონსტიტუციური ცვლილებები,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა მიუღებელია, რადგან ამგვარად ამომრჩევლების უფლებები დაცული არ იქნება.

„რეალურად ჩვენ გვართმევენ ხმის უფლებას,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამ საკითხზე სალომე სამადაშვილმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშილმა, იკამათეს.

https://youtu.be/SCOUZOPGV9w

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი რას ნიშნავს, რელიგიურ ლიდერს ვირჩევთ? – გიორგი აბაშიშვილი
შემდეგი სტატია(ვიდეო) უმრავლესობის შემადგენლობაში ჭირს იმის გააზრება, რომ კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი – ნიკა მაჭუტაძე