პოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი რას ნიშნავს, რელიგიურ ლიდერს ვირჩევთ? – გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის, განცხადებით, დღეს პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხი დღისწესრიგში თავად მმართველმა გუნდმა დააყენა.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი აზრით, დღევანდელ პირობებში პარლამენტში სხვადასხვა პარტია უნდა იყოს კონსოლიდირებული.

“დღესაც, როდესაც ვუყურებთ ძალის კონცენტრაციას და პრაქტიკულად უდისკუსიო ფორმატებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი მორჩილი პრეზიდენტი იქნებოდა.

„მე მესმის, რომ მორჩილი პრეზიდენტის პირობებში ეს თემა საერთოდ არ დადგებოდა და “ხასიათგამოვლენილი პრეზიდენტის” პირობებში დადგა. ამ შემთხვევაში ეს საკითხი რომ არ დამდგარიყო დღისწესრიგში, მე ვიცი, როგორ სხვანაირად განვამრტავდით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ეს საკითხი კი თქვენ დააყენეთ დღის წესრიგში,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

„პოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი რას ნიშნავს, რელიგიურ ლიდერს ვირჩევთ?“ – ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, ქვეყანაში საზოგადოებას ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს და პრეზიდენტის სიმაღლესა და სხვა მსგავს მახასიათებლებზე საუბარი მიუღებელია.

„პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე უმაღლეს თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს, რომ პრეზიდენტი კარგად თუ არ მოიქცევა და რაღაც განცხადებებს გააკეთებს, ან ასე ის იქნება, ან ისე. ახლა ამაზე ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ?“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ყველაზე ხშირად სწორედ პრეზიდენტს ახსენებენ.

„არანაირი წინასწარი მზადება არჩევნებთან დაკავშირებით და არანაირი წინასწარი განცხადება, რომ ის შემდგომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, არ გაკეთებულა. ასე რომ, მარგველაშვილის კომპლექსი არის მოსახსნელი ამ საკითხიდან,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

https://youtu.be/QQZb2OdBllY

 

 

 

banner
წინა სტატიაში(video) ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის წევრების ინტერესებზეა გათვლილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა
შემდეგი სტატია(video) დღეს ჩვენ წინაშე დგადნან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები, რომლებსაც მიღებული აქვთ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა