უვიზო მიმოსვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ

ვიზალიბერალიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის სარგებელზე განმარტება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, გააკეთა.

მისი განცხადებით, უწყება მუშაობას იწყებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის კიდევ უფრო გამარტივდეს ბიომეტრული პასპორტების გაცემა, რაც უვიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ევროპას მათთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტების აღების პროცედურები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება სრულიად უკონტროლო პროცესი იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული ევროკავშირთან, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ამ პასპორტით იმოგზაურებს ევროკავშირში, ამაზე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას. ამ პროცედურებზე, თუ სად, როგორ, რა პროცედურით მოხდება პასპორტების აღება. მეტი კომუნიკაცია გვექნება და მივაწვდით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოსახლეობას,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს მადლობას უხდის