უსუფაშვილის თქმით “რესპუბლიკელები” ბოჭორიშვილს პოლიტპატიმრად არ განიხილავენ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისისაში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, ყველა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.

დავით უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ეპიზოდი მოქალაქე ბოჭორიშვილს უკავშირდება, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო.

მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას” არასდროს მოუთხოვია და არ მიაჩნდა, რომ ბოჭორიშვილი პოლიტპატიმარი იყო.

„მე პირადად მზად ვარ ხელი შევუწყო ამ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის იმითაც, რა ინფორმაცია გამოჩნდა მედიაში. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ეპიზოდი უკავშირდება მოქალაქე ბოჭორიშვილს, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო. ამ თემაზე 2011 თუ 2012 წელს ჩვენ მოგვმართა მანანა კობახიძემ როგორც ადვოკატმა და ჩვენ მას მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნული პიროვნების შესახებ. მეორე ეპიზოდი იყო 2012 წელს, როცა პარლამენტი მუშაობდა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების საკითხებზე. მაშინ ბოჭორიშვილის გვარი მოხვდა წინასწარ სიაში. როდესაც ჩვენ ამის თაობაზე გვკითხეს, ჩვენი პასუხი იყო მკაფიო, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე არ განგვიხილავს ის პოლიტპატიმრად. ამის გამოც და ალბათ სხვა მიზეზების გამოც, ის ამოიღეს აღნიშნული სიიდან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მოკრძალების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სავიზიტო ბარათია ევროკავშირში ინტეგრაციის ნაწილში”
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: არის ერთი დეტალი, რომელშიც სჭირდებათ პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის გარანტია