სოფელ ჯიხაშკარში მიმდინარე მოვლენებზე პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა საგანგებო განცხადება გააკეთა, კალაძემ სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირებისა და დამნაშავეთა იდენტიფიცირებისკენ მოუწოდა:
“მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ დროული რეაგირება და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი. უნდა მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირებაც რომლებიც ჟურნალსიტებს დაუპირისპირდნენ. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ყოველგვარ ძალადობას, მითუმეტეს მედიის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ხმის დაცვის პროცედურა ჩატარდეს მშვიდ გარემოში”, – განაცხადა კახა კალაძემ.