ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერებს ღამის 3 საათიდან ცესკოსთან ელოდება

ენმ-ში მიაჩნიათ, რომ ცესკო წინასწარი მონაცემების გამოცხადებას იმ მიზეზით აგვიანებს, რომ იმ შედეგის დასმას ცდილობს, რომელიც სამი ტელევიზიის მიერ ეგზიტპოლებში გამოცხადდა.

„კახი კალაძე ივანიშვილის მითითებით ცდილობს იმ შედეგები მაქსიმალურად გამოცხადებას, რომელიც სამი ტელევიზიის ეთერით ეგზიტპოლებში იყო დაფიქსირებული. ვიდრე ცესკო ამ ბალანს დასვამს, დაიწყო უბნების დარბევები და თავს ესხმიან იმ უბნებს, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ივანიშვილის მონურ მორჩილებაში მყოფი ამ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შედეგი 53% – 20%-ან თანაბარდობაში დასვას, მაგრამ არ გამოსდით არანაირად და სადაც ინტელექტი და ჭკუა არ ჰყოფნით, პირდაპირ ვარდებიან საარჩევნო უბნებში. ცეესკო-ს ღამის 2 საათისთვის ჯერ ერთი ოქმიც არ აუტვირთია საკუთარ საიტზე, რადგან ივანიშვილის დაანონსებული შედეგი შეინარჩუნონ, ამიტომ ნაციონალების მხარდამჭერებს ღამის 3 საათზე ცეესკოსთან საპროტესტო აქციაზე ველოდებით. ჩვენს უკან ასობით ათასი ადამიანი დგას და მოპოვებულ წარმატებას მათ არ დავუთმობთ… თავს შევაკლავთ და არ დავუთმობთ“ – აცხადებს ნიკა მელია, რომელმაც მის მხარდამჭერებს ცესკოსთან შეკრებისკენ მოუწოდა.

 

banner
წინა სტატიაში“უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები”- კახა კალაძე ჯიხაშკარის ინციდენტზე
შემდეგი სტატია“თუ სუსტი პრემიერი ხარ, კაცობა მაინც გეყოს”- სანდრა რულოვსი კვირიკაშვილს მიმართავს