უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო გახდა

უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო გახდა

3 (1)უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი “მილანის” ყოფილი თაბვდამსხმელი ანდრეი შევჩენკოა – უკრაინის ეროვნული ჯგუფის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, შევჩენკომ ორწლიანი კონტრაქტი დადო გაგრძელების პერსპექტივით. მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ.

ევრო-2016-ში შევცენკო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლში იყო. მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ ფომენკომ გუნდის წარუმატებლობის შემდეგ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
შევჩენკო 39 წლის არის. მან ფახბურთელის კარიერა 2012 წელს დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაფრანგული მედია ნიცელი ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს