უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 11 ივნისს უკრაინის ლიდერთა აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრაზე ხელი მოაწერა კანონს ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ. პრეზიდენტის თქმით, ეს “მნიშვნელოვანი ნაბიჯია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად”.
კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა – უკრაინული მედია წერს. კანონპროექტი 7 ივნისს ქვეყნის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა. მისი მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი პირობაა.