უჩა ნანუაშვილი: ჩვენ, ზოგადად, “მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, “მაესტროს” ჟურნალისტებმა მუშაობა გააგრძელონ და სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.
ნანუაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი “მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.
“ჩვენ, ზოგადად, “მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. მთავარი და ყველაზე მნივნელოვანი არის ის, რომ ჟურნალისტებმა მუშაობა გააგრძელონ და სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ სასამართლო დარბაზებში ძალიან მალე გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი – რა ხდება ამ პროცესების უკან. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში წარიმართოს”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ჩვენ უკვე მარაბდა-კარწახის ოპერირებადი რკინიგზა გვექნება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ გვაქვს შანსი, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია ევროპაში გავიტანოთ