უაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველის მოადგილე გადადგა

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პირველი მოადგილე ნადია შედლოუ გადადგა -ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა რაჯ შახმა გაავრცელა.
“ადმინისტრაცია მადლობელია ქალბატონი შედლოუსი სამსახურისთვის და ლიდერული თვისებებისთვის” – ნათქვამია განცახდებაში. შახის თქმით, ამ პოსტზე შედლოუმ დიდი შრომა გასწია პრინციპით “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”. შედლოუ თანამდებობაზე 27 აპრილამდე დარჩება.
შედლოუს გადადგომას თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ახალი მრჩევლის ჯონ ბოლტონის მოსვლას უკავშირებენ, რომელიც თავის გუნდს აყალიბებს. ბოლტონმა პოსტზე 9 აპრილს ჰერბერტ მაკმასტერი შეცვალა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – რუსეთმა შესაძლებელია ატომური იარაღი გამოიყენოს
შემდეგი სტატიარუსეთს სირიიდან თავისი გემები გამოყავს