არჩილ თალაკვაძე : “წინასწარ გარკვეული სიახლეების გაცხადებისგან თავს შევიკავებ”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე მომხდარი თავდახსმიდან გამოძიებისთვის ძალიან ცოტა დროა გასული.

როგორც მან „ტელეიმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, შს სამინისტრო მომხდარის სწრაფი გამოძიებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„გამოძიებისთვის ძალიან ცოტა დროა გასული ამ ფაქტის შემდეგ. წინასწარ გარკვეული სიახლეების გაცხადებისგან თავს შევიკავებ. ჯანდაცვის სისტემამ მაქსიმუმი გააკეთა, რომ სათანადო დახმარება აღმოეჩინა ბუკა პეტრიაშვილისთვის, ხოლო ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება მოხდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

www.imedi.ge

banner
წინა სტატიაშიღურწკაია მხოლოდ შუამავალია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მას სანდრო ბრეგაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დავალებით გადასცა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა