ღურწკაია მხოლოდ შუამავალია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მას სანდრო ბრეგაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დავალებით გადასცა

ღურწკაია მხოლოდ შუამავალია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მას სანდრო ბრეგაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დავალებით გადასცა

სანდრო ბრეგაძე მის მიერ თანამდებობის დატოვებას რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირიპირებას უკავშირებს, თუმცა სახელმწიფო მინიტრის მოადგილის გათავისუფლება გავრცელებული ინფორმაციით, ფარული კადრების სკანდალს უკავშიდება.

არაოფიციალური ცნობით, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულმა გელა ღურწკაიამ მინისტრის ყოფილი მოადგილის შესახებ ჩვენებაში ისაუბრა. ამავე ჩვენებაში სავარაუდოდ ღურწკაიამ ისიც მოყვა რომ, მეხსიერების ბარათი სადაც პირადი ცხოვრების კადრები ინახებოდა სანდრო ბრეგაძემ გადასცა. თავად ბრეგაძე ამბობს, რომ ღურწკაია 2012 წლის შემდეგ არ უნახავს.

ბრეგაძის მიერ თანამდებობის დატოვებას სკანდალურ კადრებს უკავშირებს ქრონიკა პლიუსის რედაქტორიც. ელისო კილაძე დარწმუნებულია, რომ ღურწკაია მხოლოდ შუამავალია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მას სანდრო ბრეგაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის დავალებით გადასცა.

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ადასტურებს, რომ ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც სანდრო ბრეგაძე, ლადო სადღობელაშვილი და რამდენმე სააგენტოს ხელლმძღვანელიც იმყოფებოდა. სვანიძის თქმით ბრეგაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი კარდების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

rustavi2

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია პარტიის გენერალურ მდივან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას მკვლელობის მცდელობად აფასებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : “წინასწარ გარკვეული სიახლეების გაცხადებისგან თავს შევიკავებ”