შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მომხდარ მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ეს მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და 11-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ივლისს საკუთარ ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ქალბატონს გამოესარჩლა, მოკლა.
დაშავებული საავადმყოფოშია და მკურნალობს.
მეზობლების ინფორმაციით, დაკავებული ცოლს ხშირად სცემდა და სახლიდან გასვლას უკრძალავდა. მკვლელობის დღეს კი გარდაცვლილი მამაკაცი მოძალადემ თავად მიიპატიჟა სახლში და დალევა შესთავაზა.