თეა წულუკიანი: რეფორმა იმისთვის არ ჩამიტარებია, რომ შოთაძის უფროსი ვიყო

news
: news დეკემბერი 5, 2015 00:10

თეა წულუკიანი: რეფორმა იმისთვის არ ჩამიტარებია, რომ შოთაძის უფროსი ვიყო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და ანგარიშვალდებულების კანონით გაწერილი სისტემა ჰქონდეს.

“რეფორმა იმისთვის არ ჩამიტარებია, რომ შოთაძის უფროსი ვიყო. ამას კანონი კრძალავს. ის მინისტრისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და ანგარიშვალდებულების კანონით გაწერილი სისტემა ჰქონდეს. თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, ჩარევა მხოლოდ ამ შემთხვევაში შემიძლია. ახალი რეფორმის შედეგად, სხვა ბერკეტი არ გამაჩნია და ეს ძალიან კარგია. მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა და პოლიტიკა როგორმე, ბოლომდე უნდა გავიტანოთ პროკურატურიდან. არ ვიცი, რა საკადრო ცვლილებებს აპირებს შოთაძე და არც ვაკადრებ ვკითხო, რომელ პროკურორთან დაკავშირებით რას აპირებს. პროკურატურის მუშაობით დიდად კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი შოთაძის მმართველობის პირობებში რეფორმა გაგრძელდება. პროკურატურაში გატარებული საკანონმდებლო არა ერთი რეფორმის დროს, ის ყოველთვის ჩემი მხარდამჭერი იყო და მაქვს მოლოდინი, რომ ამ გზაზე ისევ ერთად ვივლით. უწყების შიდა საქმეებში იუსტიციის მინისტრი კანონის მიხედვით ვერ ერევა და პასუხისმგებლობა მთლიანად მთავარ პროკურორზეა. ვფიქრობ, პროკურატურა მისი მმართველობისას სწორ გზას დაადგება”, – განაცხადა მინისტრმა.

news
: news დეკემბერი 5, 2015 00:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics