რუსეთში დააკავეს რამდენიმე ტონა კონტრაბანდული Apple iPhone და Lenovo А560

რუსეთში დააკავეს რამდენიმე ტონა კონტრაბანდული Apple iPhone და Lenovo А560

რუსეთის უსახრთხოების ფედერალურმა სამსახურმა პეტერბურგის აეროპორტში „პულკოვო“ დააკავა დიდძალი რაოდენობის კონტრაბანდული საქონელი -35 000 პლანშეტი AppleiPhone და 15 000 სმარტფონი LenovoА560, რომელიც რუსეთში არ ყოფილა გაყიდვაში.
დაკავებული 20 ტონა ტვირთი, რომელიც პეკინიდან მოდიოდა, გაფორმებული იყო როგორც ფოტოსურათების ჩარჩოები და პლასტიკური ქანდაკებები. ამ რაოდენობის პლანშეტები და სმარტფონები პეტერბურგის ელექტრონიკის ბაზრის საკმაოდ დიდ წილს წარმოადგენს, მითუმეტეს წინასაახალწლო გაყიდვების დროს. რუსეთის მასშტაბებით, ეს არის თვიური გაყიდვების 2-3%, ხოლო ერთი ქალაქის, რომლის მოსახლეობა მილიონს აჭარბებს, ერთი მესამედი.
რუსეთში ლენოვოს ოფიციალური წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა გლებ მიშინმა განაცხადა, რომ Lenovo А560 რუსეთში არ შემოდის. მისივე მონაცემებით, რუსეთში ყოველ კვარტალში იყიდება მილიონამდე ლენოვოს სმარტფონები, რომლის 10% მოდის პეტერბურგზე და ლენინგრადის ოლქზე. ამიტომ, კონტრაბანდული ელექტრონული მოწყობილობების გამოჩენა დიდი დარტყმა იქნებოდა რუსეთის ლეგალური ბაზრისთვის.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი მეხუთეკლასელები ძმრით და დარიჩინით სკოლის აფეთქებას აპირებდნენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: რეფორმა იმისთვის არ ჩამიტარებია, რომ შოთაძის უფროსი ვიყო