თბილისში 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდეს- დაკავებულია ყოფილი ქმარი

Crime Scene

40 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა. მოკლულ მირანდა ვაჩეიშვილს ოჯახი ერთი დღის განმავლობაში ეძებდა. ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ პოლიციისგან შეიტყვეს.

მკვლელობა თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოხდა. დანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ვაჩეიშვილის ყოფილი ქმარი – გიორგი ჯანაშვილი დააკავა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანაშვილს ამ დროისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მოკლულ მირანდა ვაჩეიშვილს 4 შვილი დარჩა. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა.ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა. და მის საჩივარს საბურთალოს და გლადინის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა.

banner
წინა სტატიაში(Video)”ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია” – ფიზიკური დაპირისპირება ენგურის ხიდთან
შემდეგი სტატია“ინტერ რაოსთან” დაკავშირებით საქმე შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს – კახა კალაძე