თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც ”თაიმერს” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, გეგმური სამუშაოების გამო, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, ხოლო 10:00-დან 17:00 საათამდე – წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის შესახვევის, იორის, ნავთლუღის, სპანდარიანის, კასპის, შირაქის, დოესის, შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ზინდისის, გარეკახეთის, წინანდლის და ვაჟა ივერიელის ქუჩებს.

10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გიორგი წერეთლის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის, ულიანოვის და კრუპსკაიას, ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის ქუჩის, ტერენტი გრანელისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დღესვე, 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, მარატ ნოზაძის და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გარდა ამისა, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ზემო ვეძისის, გაგარინის, ზოვრეთის, ოდესის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, მინდელის, სანდრო ეულის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შავგულიძის და მარგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00-დან 18:00 საათამდე შუალედში 1 საათით ელექტრომომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.

banner
წინა სტატიაში6 რეპატრიანტი ოჯახი სახლის მესაკუთრე გახდა
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი სტამბოლიდან დაბრუნებას ვერ ახერხებს