6 რეპატრიანტი ოჯახი სახლის მესაკუთრე გახდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში რეპატრიანტ ოჯახებს ესტუმრა და საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა.

როგორც ”თაიმერს” დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, 2006 წელს სახელმწიფომ მესხების 6 ოჯახისთვის, რომლებმაც საქართველოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადეს, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში საცხოვრებელი სახლები შეისყიდა. გარდა ამისა, თითოეულ ოჯახს ინტეგრაციის ხელშესაწყობად 3000 ლარი გადაეცა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის სოფელ საათლიდან საქართველოში დაბრუნებული ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა. 2016 წელს, მთავრობის განკარგულებით აღნიშნულ ოჯახებს სახლები საკუთრებაში გადაეცათ.

დღეის მდგომარეობით, რეპატრიანტის სტატუსი 1 533-ს ადამიანს აქვს მინიჭებული, ხოლო 494-მა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიცესკო კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო წინადადებაზე დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიათბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება