თამარ ხიდაშელი: დიდი იმედი მაქვს, არ იკვეთება საგანგაშო სიგნალი, რომ შს სამინისტრო ხელს აფარებს ბრალდებულებს

„რესპუბლიკელი“ თამარ ხიდაშელი სამტრედიაში მომხდა ფაქტს შემაძრწუნებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ნარკოპოლიტიკის მიმართა სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებას უკავშირდება.

გარდა ამისა, ხიდაშელის თქმით, საგანგაშო ფაქტია, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულმა პოლიციელმა ქვეყნის დატოვება მოახერხა.

„მან შეძლო და დატოვა ქვეყნის საზღვრები. ეს საგანგაშო ფაქტია. დიდი იმედი მაქვს, არ იკვეთება საგანგაშო სიგნალი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს აფარებს მსგავს ბრალდებულებს“,- აღნიშნა ხიდაშელმა ჟურნალსიტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, უპირველესად გადასახადეია ნარკოპლიტიკა და ყველაზე მთავარი  – შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს ხელის დაფარება იმ პოლიციელებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტიამ“ ცესკო-ს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა