თამარ კეკენაძე – როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 16:59

თამარ კეკენაძე – როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის

მნიშვნელოვანი

  • როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის, - ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

სხვა სტატიები

როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის, – ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უშიშროების საბჭო გაუქმებულია ახალი კონსტიტუციით, კრიზისების საბჭოს დღევანდელი ცვლილებებით ექნება მხოლოდ ტექნიკური რეაგირების ფუნქცია.

”ვინ მიხედავს სტრატეგიული თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს? ტერიტორიები დავიბრუნეთ? ჰიბრიდული საფრთხეები დავამარცხეთ, თუ რეგიონი გამოვიცვალეთ და ნატო-ში და ევროკავშირში შევედით?“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებით ”ქართული ოცნება” ცდილობს შექმნას განახლების ილუზია, ქვეყანაში სრული ერთპარტიული მმართველობის დამყარების ფონზე.

”ერთი წელია, რაც ,,ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ანუ მათ შეეძლოთ დაუბრკოლებლად განეხორციელებინათ ყველა რეფორმა, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სასამართლო სრულიად პოლიტიზირებული და კონტროლირებადი გახდა. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა და გაურკვეველი საგარეო კურსი, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებით. ეს რეალობა არ იცვლება“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 16:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics